რეგიონი
მულახის თემში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს
მესტიის მუნიციპალიტეტის ჟაბეშის დასახლებაში უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში მეწყერის ჩამოწოლისა და მოსახლეობის დატბორვის საშიშროება არსებობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განუცხადა. მისი თქმით, ჟაბეშში წუხანდელი სტიქიის შედეგად ღელე ადიდდა, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში კი არსებობს საფრთხე, რომ ღელე კალაპოტიდან გადმოვიდეს და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიტბოროს.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით, არ არის მატერიალური და ადამიანური ზარალი. ხიდი შენარჩუნებულია, ხოლო ღელე ამოვსებულია ქვა-ღორღით. თუ განმეორდა წუხანდელი სტიქია, თავისუფლად გადავა ოჯახებში. აღნიშნული ღელეს სათავეში მიწა დანაპრალებულია და მისი მოწყვეტის შემთხვევაში კალაპოტი მას ვერ შეაკავებს“, - აღნიშნა ნავერიანმა.

ღელე სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდთან ახლოს მდებარეობს და სათავეს თეთნულდის ფერდობებიდან იღებს.

შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სპეციალურად შექმნილი ჯგუფია მობილიზებული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.