ახალი ამბები
ორ კვირაში შეცვლილი პოზიცია - ზუგდიდში „თაუნ პარკს“ ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცემა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ საავადმყოფოს მიმდებარედ იმ ტერიტორიის გადაცემას დაუჭირა მხარი, რომლის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის წინააღმდეგი იყო ორი კვირის წინ. საუბარია 704 კვ.მ-ზე, რომელიც კომპანიას 10 წლის ვადით იჯარით გადაეცემა, წლიური გადასახადი კი 5 400 ლარი იქნება.



აღნიშნული საკითხის კვლავ წარდგენას ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოყვა. ფრაქცია „ენმ“-ის წევრის, ანი წითლიძის თქმით, ამ შემთხვევაში თანამდებობის პირების ინტერესები და კორუფციული გარიგებები იკვეთება. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით კონკურენციის პრინციპი ირღვევა.

„ეს არის შეცდომა და დანაშაული, რადგან ვზღუდავთ კონკურენციას და ვუზღუდავთ სხვა კომპანიების შესაძლებლობას. დღეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო საკრებულომ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა წითლიძემ.



დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიაც. მისი თქმით, კანონის შესაბამისად მიწის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ უნდა არსებობდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

„დღევანდელ სხდომაზე ვერ მოვისმნე მე აღნიშნული დასაბუთება, შესაბამისად, არ ჩავთვალე საჭიროდ მხარი დამეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და წავედი წინააღმდეგ“, - თქვა სარიამ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამაც.

საკითხს ხმა მისცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა კარლო ღადუამ, თუმცა დასძინა, რომ ის ოფიციალური ბრძანების გარეშე კომპანიისთვის ფულის გადახდისა და მეთვალყურეებისთვის ფულის მიცემის წინააღმდეგია.

„მე არ ვაპირებ ფული მივცე იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, რადგან ეჭვი მეპარება, ფული ბიუჯეტში მიდის თუ არა“, - განაცხადა ღადუამ.



მან ჟურნალისტებთან კომენატრისგან თავი შეიკავა.

„თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი 5-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა, საკრებულოს ხუთი წევრი კი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომპანიისთვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიის პირდაპირის განკარგვის წესით გადაცემას საკრებულოს დეპუტატებმა მარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა ავადმყოფებისა და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.