რეგიონი
94 წლის ოლია ბებო: მილიონი რომ მომცენ, ხეს არ გავყიდი (ვიდეო, ფოტო)
„სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს და 150 წლის მაგნოლიის გაყიდვა არ სურს. ამბობს, რომ ბოლო დროს მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ. თავდაპირველად მას რადიო „ათინათის“ გადამღები ჯგუფიც „ხის მაძიებლები“ ეგონა და საპირისპიროს დასამტკიცებლად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა.
„მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ... ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით“, - ამბობს ოლია ბებო.
გვიყვება, რომ ეზო, სადაც მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად გაატარა და მაგნოლიის ხე დგას, მამამისისთვის დავით დადიანს უჩუქნია. ამბობს, რომ მამამისი დაოჯახებამდე სამეგრელოს მთავართან მსახურობდა და ცხოვრობდა.
„პატარა ვიყავი, როცა მამა ამ ხის შესახებ მიყვებოდა. მე რომ პატარა ვიყავი, ეს ხე უკვე დიდი იყო... სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი, ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა. მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა. ეს მიწაც დადიანმა მისცა მას. ეს ადგილი ნაეკლესიარია და აქ მიცვალებულების სამარხებია, ვფიქრობ, აქ მაგნოლია სწორედ ამიტომ დარგეს“, - თქვა მან.

მაგნოლიას ფესვები თითქმის მთელ ეზოში აქვს გადგმული, ისინი ოდა სახლის ქვეშ და დამხმარე ნაგებობებშიც აღწევენ.

„ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. სახლიც კი არ ავაშენე... საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი“, - ამბობს ოლია ბებო და დასძენს, რომ ეს ხე მისი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული.

გადადგილება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყოველდღე გადის ეზოში, რათა დარწმუნდეს, რომ ხე ისევ ადგილზეა.მეზობლების ინფორმაციით, ხის წაღება საქართველოს ყოფილ პრემიერ - მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადასატანად რამდენიმე ხეს ამზადებენ. სოფელ ინგირში, კერძო საკუთრებაში არსებული ასწლოვან მუხის ამოღების სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას უახლოეს დღეში წაიღებენ.


ავტორები: თათული როგავა, სალომე ფარცვანია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.