რეგიონი
„ხიბულა“ პარიზში უჩვენეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული ფილმი "ხიბულა" პარიზში უჩვენეს. „ხიბულა“, რომლის რეჟისორი გიორგი ოვაშვილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანანასკნელ 50 დღეს ასახავს. ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 99 წუთია, იმ ეპიზოდიდან იწყება, როცა გამსახურდია დევნილობაში აღმოჩნდა.



სურათში პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.ფილმს 2016 წლის მარტსა და აპრილში საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში - რაჭაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში იღებდნენ. რეჟისორის თქმით, გადაღებების დაწყებამდე კვლევის პერიოდში მან და სცენარის ავტორმა ჰოლანდიელმა რულოვ იან მინებომ ის გზა გაიარეს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დევნილობის დროს გაიარა, თუმცა ტერიტორია მიუვალი და შესაბამისად, გადაღებები სხვაგან მიმდინარეობდა.

„ხიბულას“ გადაღება მილიონნახევარი ევრო დაჯდა. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქციაა, სადაც თანხის 25% საქართველომ გამოყო, თანხის დანარჩენი ნაწილი გერმანული და ფრანგული ფონდებიდან მოიპოვეს.

ამავე თემაზე:

ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.