ახალი ამბები
TI: ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი კოდექსის რამდენიმე მუხლს არღვევს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი არაპროგრამულია, რაც საბიუჯეტო კოდექსის და „პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის N385 ბრძანების მოთხოვნებს ეწინაარმდეგება, ასევე, საუბარია იმაზე, რომ შემოსულობები თითქმის 2 %-თ ნაკლებია წინა წლის ბიუჯეტზე.

TI-ში ასევე ამბობენ, რომ პროექტს არ ერთვის პრიორიტეტების დოკუმენტი, რაც ასევე საბიუჯეტო კოდექსის დარღვევაა, რადგან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი ჰქონდეს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონკრეტიკა აკლია როგორც ინფრასტურქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, გაუგებარია, ზუსტად რა ღონისძიებები იგეგმება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

TI ხაზს უსვამს ადგილობრივი ეპარქიისთვის 400 000 ლარის ინვესტიციის გამოყოფის ფაქტს, რაც წინა წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხას 4-ჯერ აღემატება. უფრო ზუსტად, პროექტის თანახმად, ივერიის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის 100 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, 200 ათასი კორცხელის მონასტრის აღდგენას მოხმარდება, 20 ათასი ლარი ვლაქერნობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 80 ათასი ლარი კი მცირე პროექტებისთვს არის გათვალისწინებული. 




„მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში ეკლესიის დაფინანსება დამატებით ტვირთად დააწვება მუნიციპალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას», - აღნიშნულია დოკუმენტში.

TI-ში მიიჩნევენ, რომ გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობისა და შშმ პირთა დახმარების პროგრამებისთვის. ორგანიზაციის შეფასებით, ორივე საკითხზე ზრუნვა მუნიციპალიტეტმა მომავალი საბიუჯეტო წლიდანვე უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ა(ა)იპების გაერთიანებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს, გამჭვირვალობის 2016 და 2017 წლების კვლევების თანახმად, აქ დასაქმებულთა და გასაცემი ხელფასების გაზრდილი რაოდენობა ბიუჯეტს ტვირთად აწევს.

TI-is რეკომენდაციის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორიენტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიაზე, რადგან მოსახლეობის ინტერესები, პირველ რიგში, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა.



„ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალი იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. როგორც მერიამ, ასევე საკრებულომ უნდა იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი», - ნათქვამია განცხადებაში.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში გასულ კვირას დაიწყო. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია.

ამავე თემაზე:

ენმ-ის შენიშვნები და რეკომენდაციები ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე

მერიასა და საკრებულოს ხელფასების საკითხს კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა 

სოციალური და ჯანდაცვის კომისიის ორმა წევრმა ბიუჯეტის შესაბამის ნაწილს მხარი არ დაუჭირა (ვიდეო)

„განუხრელი ზრუნვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაზე” - ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.