ახალი ამბები
ენმ ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღებში დასარიგებელ სასაჩუქრე პაკეტებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს იბარებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე მან პასუხიმგებელი პირების მოსვლა მოითხოვა.

„გოგიამ მოახერხა, რომ არჩევიდან პირველივე წელს, ზუგდიდის სოფლების ბაღებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები არ დაგურიგდებათ და ამისთვის ფულის შეგროვება მშობლებს უწევთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

საუბარია ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც არ შედგა. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე შეიტყო.

„სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰქონდათ გარვეული ფინანსური დეფიციტი, მათ დასვეს ეს საკითხი, თანხა მოვიძიეთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ საკრებულო დათანმხდება მათთვის სუბსიდირების გაზრდას. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საახალწლო ღონისძიება ღირსეულად ჩაატარონ“, - თქვა ბოკუჩავამ.

მას არ განუმარტავს, იგულისხმება თუ არა საახალწლო ღონისძიების "ღირსეულად ჩატარებაში" ბავშვებისთვის ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტების დარიგება.

ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის ცისანა თოლორაიას თქმით, ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს ყოველდღიური ულუფის წილიდან დაურიგებენ. რადიო "ათინათის" კითხვაზე, აქვთ თუ არა ბაღის მოსწავლეების მშობლებს მითითება თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით, თოლორაიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამე ბაღების ცენტრიდან არ ყოფილა.

ამავე თემაზე:

საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს ყოველდღიური ულუფიდან მიიღებენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.