ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეების ნაწილი კომპენსაციას ითხოვს (ვიდეო)
16:48 / 10.01.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის
მესაკუთრეთა ნაწილი საკუთრების
უფლების აღდგენას და შესაბამისი კომპენსაციის მიღებას ითხოვს. უძრავი
ქონების ყოფილი მეპატრონე ამბობს, რომ მას აღნიშნულ ტერიტორიაზე
კვების ობიექტი ჰქონდა. შპს „ედელვაისის“ დირექტორი მადონა
ლაშხია ამბობს, რომ მის მიერ 2006 წელს სოფელ ანაკლიაში შესყიდულ
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წელს გაბათილდა.
„ეს ტერიტორია ვიყიდე 2006 წელს. მოვაწყე ბუნგალო და პატარა ბიზნესი
მქონდა. 2010 წელს კი მომივიდა წერილი, რომ ეს მიწა უკანონოდ იყო
გასხვისებული ამხანაგობა „თოლიას“ მიერ და ჩამომერთვა საკუთრების
უფლება. თუ "თოლიამ" წლების წინ უკანონოდ გაასხვისა, მე რა შუაში ვარ,
ჩემამდე ოთხ პირზე იყო გასხვისებული. მივმართე ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსაც, თუმცა უწყებაც უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რაც უკანონოა. ამ მიწაში ფული მაქვს
გადახდილი და ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს. შვიდი წელი
გაჩერებულია ჩემი ბიზნესი, ახლაც არანაირ პასუხს არ მაძლევენ,
დღე-დღეზე პორტის მშენებლობა იწყება და გამოდის, რომ ფული წყალში
გადამიყრია. ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში,
აქ დავდგები და პორტის მშენებლობის უფლებას არ მივცემ“, - აცხადებს
მადონა ლაშხია.
ადგილზე ამხანაგობა „თოლიას“ წამომადგენელი გურამ თირქიაც იმყოფებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის დაცვით, მან კერძო
მესაკუთრისგან წლების წინ იყიდა და შემდეგ გაასხვისა. როგორც მან
ჟურნალისტებთან განაცხადა, იგივე პრობლემა მას საკუთარ მიწის
ნაკვეთთან დაკავშირებითაც აქვს და სამართლის აღდგენას ითხოვს.
„იმ ტერიტორიაზე მაქვს სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც პორტი უნდა
აშენდეს. 2002 წლიდან 2010-მდე ბიუჯეტში, მიწის გადასახადი
ყოველთვიურად 5000 ლარის ოდენობით შემქონდა. თუ მე არ მეკუთვნოდა ეს
მიწა, ფულს რატომ მახდევინებდნენ? ექვსი წელია ამ საქმეს არკვევენ.
ყველაფრის დამადასტურებელი საბუთები მაქვს და არანაირ უკანონობას არ
აქვს ადგილი. მოვუწოდებ ახლანდელ ხელისუფლებას, ნუ გაიმეორებენ იგივე
შეცდომებს, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჩადიოდნენ. ჯერჯერობით, აქ
ვერ დაიწყებენ მშენებლობას, სანამ არ გაირკვევა ეს საკითხი.
მშენებლობა რომ დაიწყონ, ჩემი სახლი უნდა დაშალონ, რის უფლებასაც მე
არ მივცემ “, - აღნიშნა გურამ თირქიამ.
აღნიშნული ტერიტორიის ყოფილი მეპატრონეები ამბობენ, რომ იგივე
პრობლემა მათ მსგავსად 40-მდე მესაკუთრეს აქვს და თუ ეს საკითხი არ
მოგვარდება, ისინი პორტის მშენებლობას შეაფერხებენ.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" პრესსამსახურში აცხადებენ,
რომ ყოფილ მესაკუთრეებს უკვე ესაუბრნენ და
აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას ცდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები