რეგიონი
აბაშაში მოკლული ირაკლი კეკელიას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ
აბაშაში, სოფელ კეთილარში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს მდინარე რიონში ამ დრომდე ეძებენ. როგორც რადიო „ათინათს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უამინდობის მიუხედავად, სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა.

„ოთხი დღის წინ იყო ძლიერი ქარი და მაშველებმა მდინარეში შესვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ნაპირზე ჩვეულებრივ მუშაობდნენ", - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება მდინარეში მიმდინარე სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობის გამო წყლის დონემ მოიმატა და ხილვადობა შემცირდა. ამ ეტაპზე მდინარეში სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვეტილია, თუმცა, უწყებაში ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე აღდგება.

კეკელიას ცხედარს ორ კვირაზე მტია უშედეგოდ ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლეობაში შსს-მ ორი პირი დააკავა. აღნშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ირაკლი კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.