რეგიონი
მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულმა დავით ჯალაღონიამ ბრალი აღიარა და თავი დამანაშავედ ცნო, სასამართლომ იგი აღმკვეტის სახით კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნატრული აკობიამ, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 10 000 ლარის გირაოს სანცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ გათვალისწინა. 



პროცესის დასრულების შემდეგ სასმართლოს ეზოში ხმაური იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროცესზე ეჭვმიტანილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა გააპროტესტეს.

ამასთან, ისინი გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ პროკურატურა ხელს საგუშაგოს უფროსის მოადგილეს აფრებს. ისინი სწორედ ამ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ და ამბობენ, რომ იარაღი რომლითაც გაისროლეს, მას ეკუთვნის.

პროცესიდან გამოსულ პროკურორს დავით პაპავას გარდაცვლილის ბებიამ სწორედ ამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, დაეკისრება თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით საგუშაგოს უფროსის მოადგილეს რამე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ მისი  ბრალეულობა არ იკვეთება, რადგან იარაღი, რომელიც მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა, ჯალაღონიამ თვითნებურად აიღო.



წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე ,გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამავე თემაზე:

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.