საზოგადოება
“სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ რეგიონის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას ითხოვს
„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ისინი მესტიაში ჰესების მშენებლობას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და წერენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად იყვნენ, გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ, ამისთვის კი საკუთარი მოთხოვნები ჰქონდათ:
1) ერთი მდინარე მაინც უნდა დაეტოვებინათ
2)შეემცირებინათ მეგა ჰესის მაშტაბი
3)მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თუ თქვენ არ აპირებთ ჩვენს გათვალისწინებას, მოგიწევთ ჩვენ სხეულზე გადავლა!
ექსპერტებთან საუბრის შედეგად ცალსახად დაიდო დასკვნა,რომ გაქვთ უამრავი დარღვევა, რაც თითოეული ჩვენთაგანს აძლევს ლოგიკური ეჭვების საფუძველს,ძალასა და შემართებას რომ ჩვენ აუცილებლად, რადაც არ უნდა დაგვიჯდე,ს ვიდგეთ ბოლომდე.
დადოს სახელმწიფომ მორატორიუმი და გამოაცხადოს სვანეთი ხელშეუხებელ ზონად,ესაა ჩვენი მოთხოვნა. გაფრთხილებთ,თუ რომელიმე ჩვენთაგანზე განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, პროცესები გახდება უმართავი.უკან დახევას არ ვაპირებთ.
არანაირ თანხაზე, არანაირ მატერიალურ ანაზღაურებასა და შემოთავაზებაზე არ წამოვეგებით", -  აღნიშნულია განცხადებაში.

სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ აქცია არაერთხელ გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. 

კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე ”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება.

ამავე თემაზე:

ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.