ახალი ამბები
ზუგდიდში გენდერული საბჭო პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ გენდერულ საბჭოში, რომელიც პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს, ამ ეტაპზე სულ 17 წევრია. მათგან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. უმეტესობა მათგანი კი საკრებულოს უმრავლესობის წევრი ან საჯარო მოხელეა.

გენდერული საბჭოს წევრობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია. მისი თქმით, საკრებულოდან დაურეკეს და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა სურვილი საბჭოს წევრი ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ არავინ შეხმიანებია.

„მგონია, რომ ცოტა დაგვიანდა საბჭოს შექმნა და უფრო სწრაფ ტემპებში მოგვიწევს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ძალიან აქტუალურია ეს საკითხი, რადგან ამ კუთხით მოვიკოჭლებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში მონაწილეობაა“, - აღნიშნა შენგელიამ.

მის გარდა, არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს წევრები იქნებიან ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია, ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა და ასოციაცია “დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა, რომელმაც საკრებულოსგან შემოთავაზება დღეს მიიღო.

მანამდე ხარებავა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ საბჭოს წევრებად კონკრეტული პირები, რაზედაც საკრებულოს წევრებმა უპასუხეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმის მიხედვით შეირჩა, თუ რომელი მათგანი მუშაობს გენდერულ საკითხებზე.

როგორც რადიო „ათინათს“ საბჭოს წევრმა ეკატერინე კიფაიამ უთხრა, დღეს გაკეთებული შეთავაზება ხარებავას მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ უკავშირდება.

„ჩვენ ეს შემადგენლობა დავამტკიცეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რადგან 15 მაისს გენდერულ საკითხებზე იყო თბილისში შეხვედრა და გვინდოდა, რომ ამ დღისთვის მოგვესწრო, ამიტომაც ნაჩქარევად, ვისაც გაგვახსენდა, იმას დავურეკთ. ქალბატონი მადონას შემთხვევაში კი, მისი გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარება და წაადგება ჩვენს საბჭოს მომავალ საქმიანობაში“, - თქვა კიფაიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის და მსურველებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ საბჭოს წევრები გახდნენ.

გენდერული საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება (გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა):

მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმდჯომარე (საბჭოს თავმდჯომარე)

მაიზერ ნანავა - მერის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

ნანა თოდუა - საკრებულოს საქმისწარმოების საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს მდივანი)

ეკატერინე კიფაია - საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

ირუზა კაკავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.

ნინო სხულუხია - მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.

სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

ნინო დაგარგულია - საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი.

ნანა კეიდია - საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ზამირა ღადუა - მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე.

ნათია ჩიტაია - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

დავით შამათავა - მერიის ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების უფროსი

ედიტა კოდუა - ფრაქცია „მრეწველების" თავმჯდომარის მოადგილე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.