ახალი ამბები
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოში საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოში პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 5 საერთაშორისო ბანკის 60 წარმომადგენელი ანაკლიის პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს.

ისინი პორტის ტერიტორიასაც მოინახულებენ.

ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები საქართველოსკენ მოემართებიან (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.