ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტიდან განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი გამოიყო
ააიპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის“ ზუგდიდის ბიუჯეტიდან 2016-2017 წლებში 150 ათასი ლარი გამოიყო. 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებული გეგმის თანახმად, ამ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს კი განმუხურის ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის 130 000 ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტის მიხედვით, დაგეგმილი იყო ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა საგრანტო პროგრამებით.

ამავე წლებში ააიპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღში“ 8 ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა და მისი მოადგილე.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ახალი ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 29 ადამიანია დასაქმებული. რადიო „ათინათმა“ მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა მათი ხელფასების შესახებ. აღმოჩნდა, რომ თვის განმავლობაში მათი შრომითი ანაზღაურება 23 550 ლარს შეადგენს. ამ გაერთიანების ფუნქციებში ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და განმუხურის ბოტანიკური ბაღიც შედის.

ჩვენ ააიპ-ის ხელმძღვანელს ზვიად ქარჩავას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეცა ინფორმაცია, "განმუხურის ბოტანიკურ ბაღში" დასაქმებულთა საქმიანობის შესახებ. ის დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოგვაწვდის.


ამავე თემაზე:

ივანიშვილი: ანაკლია-განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე უარს ვამბობ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა მიმდინარეობს.
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 34 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.