ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ (ვიდეო)
17:59 / 21.08.2018
13 წლის ხელოვანს გიგი სიჭინავას, რომელსაც აუტისტური სპექტრის
აშლილობა აქვს, დოკუმენტურ ფილმში იღებენ.
გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა,
მთავარ ლოკაციად კი დელფინარიუმი შეირჩა. გიგიმ დეფინებთან შეხვედრის
შტაბეჭდილებები გაგვიზიარა. „გავიცანი დედა და შვილი დელფინები, მაია
ერქვა დედას, მზისა - შვილს. მაიას, რომ მოვეფერე მზისამ კუდი გამკრა.
მერე ორივეს ვაკოცე, გავისეირნე მათთან ერთად. კიდევ მინდა მათთან
გასეირნება“, - თქვა გიგიმ.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედა ნათია სახოკიამ
რადიო ,,ათინათთან’’ საუბარში აღნიშნა, რომ
ფილმის მიზანი აუტიზმის მიმართ არსებული სტიგმის დაძლევაა. მისი
თქმით, მას ამ ეტაპზე არა აქვს უფლება ისაუბროს ფილმის გადამღები
ჯგუფისა და სცენარის შესახებ.
,, მე თვითონ, როგორც მშობელი, გაოცებული ვიყავი გიგის გამბედაობით,
ის დღესაც ყვება, თუ როგორ გაიცნო დელფინები მაია და მზისა. მისთვის
ეს უდიდესი გამოცდილებაა და მას ეს პროცესი ძალიან მოეწონა“, - ამბობს
ის.
მისივე ინფორმაციით, გადაღებების შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე ზუგდიდში
გაგრძელდება.
მანამდე, პატარა ხელოვანი საკუთარ სახელოსნოში ხატვას და სხვადასხვა
ნაკეთობების შექმნას აგრძელებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები