ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერნიაში მიიწვია (ვიდეო)
23:54 / 26.08.2018
ზუგდიდის გამგეობის და ააიპ "ცენტრალური ბიბლიოთელის" ყოფილი
თანამშრომლები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან
მთავრობის წარმომადგენლებს თითქმის სამი საათი ელოდებოდნენ, რეგიონის
ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და თბილისის მერს კახა
კალაძეს ესაუბრნენ. ამასთან, ისინი მოწერელიამ გუბერნიაში დაიბარა და
უთხრა, რომ ყველა მათგანს მოუსმენს.
"ორშაბათს თერთმეტ საათზე გელოდებით ჩემთან. ყველას სათითაოდ
მოგისმენთ", - უთხრა მათ გუბერნატორმა.
გამგეობიდან გათავისუფლებულია ადამიანები ამბობენ, რომ ისინი
სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და "ქართული ოცნების" ლიდერებს
სწორედ ამ საკითხით დაინტერება სთხოვეს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ისინი ზუგდიდის
საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას დაუპირისპირდნენ. ყოფილი
საჯარო მოხელეები სამსახურიდან გათავისუფლებას მას აბრალაებენ, რასაც
წოწერია კატეგორიულად უარყოფს.
ახალ გუბერნატორს ასევე გაესაუბრა მოქალაქე ლალი ანთია, რომელიც, მის
თქმით, ზუგდიდში შექმნილი ვითარებით არის უკმაყოფლო და ადგილობრივ
ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
პარტიის ლიდერებს ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც
შეხვდნენ. ბაზრის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ თბილისის მერს
კახა კალაძეს უთხრა, რომ ზუგდიდის მერიამ საკრებულოს წევრის მამას
მათი კუთვნილი ღობე დაუკანონეს.
საუბარია შპს "სუპერმარკეტის" მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე,
რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანების ჯგუფზე დაკანონდა და
მშენებლობის ნებართვა გაიცა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები