პოლიტიკა
ქართული მხარე ოთხოზორიას საკითხის გარეშე გალის შეხვედრებს არ განაახლებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის შერეული შეხვედრების განახლებას ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას საკითხის გარეშე არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება, რომელიც ენგურის ხიდზე გალის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, დღესაც უცვლელია. რადიო "ათინათს" სუს-ში უთხრეს, რომ საკითხი არ გადაიხედება. 

ოკუპირებულ აფხაზეთში კი აცხადებენ, რომ გალის შეხვედრების განსაახლებლად მზად არიან, თუკი ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ისევ არ დააყენებს.

უკვე მეოთხე თვეა, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში შეხვედრები აღარ იმართება. 2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

ამავე თემაზე:

სოხუმი მზადაა გალის შეხვედრები ოთხოზორიას საკითხის გარეშე გაგრძელდეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.