ახალი ამბები
გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ლიკა ქვარცხავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო „ათინათს“ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებას ვადა გუშინ, 31 იანვარს დაუმთავრდა.

„მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მე მივდიოდი სამსახურიდან, ბევრი მეკითხება, იყო ეს ჩემი სურვილით თუ არა? რატომ არის ეს ასე ძნელად დასაჯერებელი. თანამდებობა დავტოვე იმიტომ, რომ ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობის დეფიციტი მქონდა და ეს შემევსო, რადგან სწორედ ეს არის მთავარი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარცხავამ.

რაც შეეხება მის გეგმებს, ლიკა ქვარცხავა არც კერძო სექტორში წასვლას და არც რუხის გამგებლის თანამდებობაზე დაბრუნებას გამორიცხავს. არსებული ინფორმაციით, გუბერნატორის პრესსამსახურის თანამდებობა პაატა ლაგვილავა დაიკავებს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ქვარცხავდე მუშაობდა.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს რუხის ყოფილი გამგებელი უხელმძღვანელებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2025
აფხაზეთი 1 აპრილიდან სრულად გადავიდა ენგურჰესიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე, ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
07 / მაისი 2025
ზუგდიდის მუზეუმის საცავები ინახავს უნიკალურ ნაშრომებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია წარსულის მედიცინის კვლევა. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მედიცინის ფუძემდებლებზე დასავლეთ საქართველოში და უნიკალურ კურორტებზე.
07 / მაისი 2025
ცოტა ხნის წინ, სამეგრელოს სტუმრობდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში - გარეტ უორდი და რუმინეთის ელჩი საქართველოში - რაზვან როტუნდუ. ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში, ელჩებმა ერთობლივი ინტერვიუ მისცეს რადიო "ათინათს".
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.