ახალი ამბები
ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია გამოკითხვაზე იმყოფება
ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის პოლიციაში ზუგდიდელი ზაალ ლატარია  გამოკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შსს-ში უთხრეს. დაკავებულის შვილის ლანა ლატარიას ინფორმაციით, მისი მამა ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მისივე თქმით, ლატარია უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლია.

„სანამ პოლიციის შენობაში შეიყვანდნენ, მამამ მითხრა, რომ მას ფარული ვიდეოჩანაწერების  საქმეზე ჰკითხავდნენ. სხვა არაფერი არ ვიცი. ველოდები, რომ გამოუშვებენ, უკვე 40 წუთია, რაც გამოკითხვაზე. მამა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, არაფერს არ საქმიანობს ახლა, ადრე უკრაინაში იბრძოდა“, - ამბობს ლანა ლატარია.

ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათ შორის, ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.