რეგიონი
საქართველოში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ
საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 80 წლის გახდებოდა. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს, თბილისში დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. ამავე სესიაზე ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა. 1991 წლის 31 მარტს კი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ და უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

პრეზიდენტად გამსახურდია 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, თუმცა მალევე, 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიელების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს.

პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.

ამავე თემაზე:

ზვიად გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ფოტოები




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.