ახალი ამბები
გიორგი პატარაია: სამწუხაროა, რომ პოლიცია იმ კანდიდატის დევნითაა დაკავებული, რომელიც იგებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, რომ სამართალდამცავებს აქვთ დავალება, დევნონ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები.

“მთელი დღე დაგვყვებოდა ორი ადამიანი, რომლებმაც საბუთები მხოლოდ მას შემდეგ წარმოადგინეს, რაც პოლიცია გამოვიძახეთ. სამწუხაროა, რომ პოლიცია დევნის კანდიდატს, რომელიც იგებს და ოპონენტებს მაშინ, როცა უნდა დაიცვას მოქალაქეები და საოკუპაციო ხაზი”, - უთხრა პატარაიამ ჟურნალისტებს სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

მან ასევე თქვა, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდა და დაკავებული არ ყოფილა. შსს კი ამბობს, რომ  პატარაიამ პოლიცია ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ანა წითლიძე და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.

ისინი დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

ამავე თემაზე:

შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.