განმუხურში, სადაც სანდრა რულოვსმა გეგა შენგელიას დებატები შესთავაზა, ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება
18:13 / 16.05.2019
განმუხურის ამფითეატრში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მმართველი პარტიიდან მის კონკურენტს
გიორგი შენგელიას დებატები შესთავაზა, ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეკრებილებს ხვდებიან და სიტყვით მიმართავენ.
“ზუგდიდი იყო და არის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი პრობლემა.ზუგდიდი უარს ეუბნება კოლექტიურ ლაშა გოგიებს, კორუფციასა და ნეპოტიზმს. 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად და დაიწყება საქართველოს გამარჯვება”,- მიმართა მათ ანა წითლიძემ. თავად გეგა შენგელიამ აღნიშნულ ადგილას დებატების შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა მან რულოვსს უფრო ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისკენ მოუწოდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები