ახალი ამბები
საია შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის ნინო ცაციაშვილის გადადგომას მოითხოვს. მათივე განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულზე მათ ეკისრებათ. ამავე ცნობით, საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა.

„საიას ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლუკა სირაძის საქმის მასალებს გუშინ გვიანობამდე ეცნობოდა. ამ დროისათვის ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია არაერთი მოწმე და დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების ერთი გამომძიებელი.

ამ დროისათვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის.  ასევე, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია  დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და  იმ პოლიციელთა ვინაობის დადგენას ითხოვს, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.