ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე: რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული
პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა მისივე თქმით, ეს არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.

"თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.