ახალი ამბები
"ლუღი" გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება
მარტვილელი ქრისტინე ფანჩვიძე გურული დღიურების ფონდისგან სტიპენდიას მიიღებს. ამის შესახებ ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალური ქსელში დაწერა.

"5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს დიდი ჭყონიდან, რომელიც მეტსახელით "ლუღი" გახდა ცნობილი, გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. როგორც აღმოჩნდა, ახლა მის ოჯახს მთლად ვერ ულხინს და პატარა ქრისტინეს ეს სტიპენდია ოცნებების მეათასედს მაინც აუხდენს", - დაწერა მან.

როგორც გიორგი კეკელიძემ რადიო "ათინათს" უთხრა,  მათი დიდი სურვილია, რომ თანხა, რომელსაც გოგონა სტიპენდიის სახით მიიღებს, მის სასკოლოდ მომზადებას მოხმარდეს.

"გადაწყვეტილება მივიღეთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს პატარა ბავშვი, ისევე როგორც ბევრი ჩვენი სტიპენდიანტი, ჩავთვალეთ, რომ იმსახურებდა შესაძლებლობის მიცემას, უკეთესი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ დავუკავშირდით მის ოჯახს და ეს ყოველთვიური სტიპენდია, ცხადია, რადგან გურული დღიურების ფონდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, მოხმარდება მაგალითად წიგნების და სხვა ინვერტარის შეძენას, რაც მას ახლა, ბაღის ასაკში გამოადგება. ბუნებრივია ჩვენ არ ვაკონტროლებთ გადაცემულ თანხას, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვის სასკოლო ასაკისთვის მომზადებისთვის მიიმართოს", - გვითხრა მან.

გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, გურული დღიურების ფონდი 2017 წელს დაფუძნდა და მიზნად ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისა და სასკოლო ასაკის, ხოლო იშვიათ შემთხვევაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების წახალისებას ისახავს.

"ჩვენი არც ისე დიდი რესურსებით ამ დროისთვის 30 -ზე მეტი სტუდენტი გვყავს, რაც მცირე რიცხვი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. პრინციპი არის ასეთი - ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს და ეს თანხა, სტიპენდიის სახით ფორმირდება კონკრეტული სტიპენდიანტის ანგარიშზე. გარდა ამისა, ჩვენ თვითონვე - ფონდის დამფუძნებლები ვაკეთებთ ყოველთვიურ შემოწირულობებს. გვყავს პირადი სტიპენდიანტებიც, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვუნაზღაურებთ პირადი ხელფასიდან ან ანაზღაურებიდან თანხას. უშუალოდ დამფუძნებლები არც ერთ თეთრს არ იღებენ ამ ფონდიდან", - ამბობს ის.

გიორგი კეკელიძის თქმით, პარალელურ რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში გურული დღიურების ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს ცდება.

"აი ახლა მაგალითად ყოველკვირეულად ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში გურიის მასშტაბით  დავეხმაროთ იმ ადამიანებს,  ვისაც სოციალური თვალსაზრისით კორონავირუსის პანდემიის გამო აქვს პრობლემები", - აღნიშნა მან.

რადიო "ათინათის" მიერ 5 წლის მარტვილელ გოგონაზე მომზადებულმა მასალამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამიტომ, ოჯახთან შეთანხმებით ახლო მომავალში დახმარების მსურველებისთვის ანგარიშის ნომერი გამოქვეყნდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.