ახალი ამბები
ინცინდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას წყალი შეასხა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ეხებოდა, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე მყოფმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ საკითხის განსახილველად გატანა გააპროტესტა და თქვა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მას ეკუთვნის. საკრებულოზე მას განუმარტეს, რომ ნაკვეთი ზუგდიდის მერიის ბალანსზეა და მასზე უფლებები არ გააჩნია.



მიქავა სხდომაზე თავის იურისტთან ნანა ფირცხელავასთან ერთად იყო მისული. ისინი ცდილობდნენ დეპუტატებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ქონება ბიზნესმენს ეკუთვნის და მერიამ ის უსამართლოდ დაიკანონა. მიქავას თქმით, მან მიწის ნაკვეთის ნაწილი მერიას გარიგების საფუძველზე დაუთმო.

„ვფლობდი 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ნაკვეთს. გეგა შენგელიასთან მქონდა მოლაპარაკება და დავთმე გარკვეული ნაწილი. ინვესტორებიც მყავდა მოყვანილი და მერიაში შეხვედრაც გვქონდა. ახლა ამის გასხვისება უნდათ და ეჭვი მაქვს, რომ დანარჩენსაც წამართმევენ. უსამართლოდ წამართვეს ქონება და ახლა ეს საქმე ისევ სასამართლოშია. ამის ფონზე საკრებულო და მერია სადაო მიწაზე მშენებლობას გეგმავს, რაც უკანონოა“, - ამბობს მიქავა.

საკრებულოს თავმჯდომარესა და მანანა მიქავას შორის დაწყებული კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას "ნაგავი" უწოდა და წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ დაცვის პოლიციამ მანანა მიქავას და მისი იურისტის დარბაზიდან გაყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მიქავამ პოლიციაც გამოიძახა და სამართალდამცავებისთვის ცდილობდა მიეწოდებინა ის ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელიც მისი მტკიცებით, სადაო მიწაზე მის უფლებებს ადასტურებს.

საკრებულოზე მომხდარი ინცინდენტის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის შემდეგ მიქავას და მის იურისტს დარბაზი დაატოვებინეს.

საბოოლოდ, საკრებულომ მიწის საკითხი განსახილველად გაიტანა და მას მხარი ერთხმად დაუჭირა. მიწის ამ ნაკვეთზე უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.

აღნიშნული ფაქტის გამო მანანა მიქავა შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მერიაში ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთი არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და შესაბამისად, არანაირი გარიგება არ შემდგარა და ვერც შედგებოდა.

ინფორმაციისთვის, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა შგანეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

სწორედ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.