ახალი ამბები
ენგურჰესის გაჩერება, მაინინგი, რუსული ელექტროენერგია, - სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ცდილობს
ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სოხუმმა კრიპტოვალუტის მომპოვებელთა საქმიანობაზე კონტროლი გაამკაცრა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში ენერგოსისტემაზე მიერთებული 7000 - მდე მაინინგ ფერმა გათიშა და დალუქა.

მანამდე, შესაბამის განკარგულებას "პრემიერ-მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე სოხუმმა დროებით შეზღუდა კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობისთვის აუცილებელი საქონლის "იმპორტი". მაინინგ ფერმების საქმიანობა 2018 წელს ერთხელ უკვე აკრძალა დე ფაქტო ხელისუფლებამ, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში ისევ დაუშვა.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს განაცხადეს, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე 25-27 დეკემბრისთვის სრულად ამოიწურება და ენგურჰესი ვერ შეძლებს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას. აქვე აფხაზმა ენერგეტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 2020 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტორენერგიის მოხმარება 20% - ით გაიზარდა.  

11 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზური ენერგოსისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება".

მანამდე, კომპანია "ჩერნომორენერგო"  ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსული ელექტროენერგიის "გადმოქაჩვის" შემდეგ, 21 იანვრიდან აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 საათით შეეზღუდება.

სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა ჯერ არ არის აღმოფხვრილი და მოსახლეობას ელექტროენერგია დამტკიცებული გრაფიკითაც არ მიეწოდება, რადგან ენერგოსისტემა ვერ უძლებს დატვირთვას.

5 დეკემბერს სოხუმის ქვესადგურებში მომხდარი ავარიის გამო ქალაქს და სოფელ იაშტუხას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც 12 დეკებრიდან ისევ აღდგა. რეაბილიტაციის შემდეგ, ქვესადგურები "სოხუმი -1" და "სოხუმი -2" ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ქსელში გადატვირთვის საშიშროება კვლავ რჩება, აცხადებენ "ჩერნომორემერგოში".

ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2021 წლის 15 - 20 იანვარს დაიწყება, რა დროსაც ჰესი დროებით სრულად გაჩერდება და შესაბამისად, აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა. 

"ზოგადად კრიტპოვალუტაც რომ არ იყო ისედაც გვიჭირდა ხოლმე ზამთარში და ახლა დაახლეობით 80 მეგავატი დაემატა, როგორც ამბობენ თვითონ, ამდენს მოიხმარენ მაინერები. დაახლეობით 2-3 მილიონი კვ/ სთ მაინც უნდა შემოიტანონ თვეში... თუ ისინი ამ 3 მილიონს შემოიტანენ, მაშინ პრობლემა გადავა იანვრის მეორე ნახევარში და ამ დროისთვის ენგურჰესი მაინც უნდა გაჩერდეს... თუ ადრე საქართველო წილობრივად იმ ნაყიდ ელექტროენერგიის რაღაც მცირე ნაწილს იხდიდა, წელს, როგორც ვიცი, კაშხალზე შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ უბრალოდ ვერ დააფინანსებს ამას რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე", - განმარტა ხუბუამ.

მისი თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს არ შეექმნება ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პრობლემა, რადგან, ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი სიმძლავრე იქნა შეყვანილი ექსპლუატაციაში, როგორ ჰესები ასევე თბოსადგურები, გარდა ამისა, იქნება იმპორტიც, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. 

ენერგეტიკოსის ვარაუდით, ჰესის ფუნქციონირება 10 მაისისთვის უნდა აღდგეს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
02 / მაისი 2024
1 მაისს, სოხუმის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა 46 წლამდე მოქალაქეს ქალაქის სანაპიროზე გაუხსნა ცეცხლი.
02 / მაისი 2024
GLC-ის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის,"იდეა შესაძლებლობაა" ფარგლებში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით საკვები პროდუქტები შეიძინეს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.