ახალი ამბები
ვცხოვრობდი სოხუმში, ბათუმსა და თბილისში, ტყეში არ დავმალულვარ - ბადრი ესებუა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე წელიწადნახევარი ან 1 წელი ვიმყოფებოდი, საბოლოოდ კი აქ 2022 წლის ოქტომბერში დავბრუნდი, ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში, ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია, - ამის შესახებ ბანკის ძარცვასა და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მიერ ტვ "პირველისთვის" გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ის თავისუფლად გადაადგილდებოდა. 

ესებუა წერს, რომ ბანკის ძარცვამდე მას ძალოვანი სტრუქტურები დევნიდნენ და ამბობს, რომ უწყების დატოვების მიზეზებზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

"ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი, სიმართლის დამტკიცების იმედი მაქვს, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს. ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები", - წერს ბადრი ესებუა.

წერილში ის საკუთარი ძმის, ბიძინას გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ", - ნათქვამია მის წერილში.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს

ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა

კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.