ახალი ამბები
აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "აპარტამენტების" შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ კამპანია გაააქტიურეს.

საინიციატივო ჯგუფის "ҲараҲПицунда" - ს აქტივისტები თვლიან, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების დამტკიცებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა "შექმნეს პრეცედენტი, რომელმაც განცვიფრება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში" და "აშკარად აჩვენა, რომ ისინი არ არიან მზად, ხალხის მოსაზრებები მოისმინონ", წერს - "ეხო კავკაზა".

"მაგრამ ახლა მორიგი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომლის განხორციელება ისევ დეპუტატების ხელშია. აპარტამენტები. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ მკაფიო პოზიცია, რომლის დაცვასაც გავაგრძელებთ: აპარტამენტების შესახებ კანონი უნდა გააუქმონ. კი არ შეცვალონ, გადააკეთონ, არამედ, გააუქმონ. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაუოკებელ კომერციულ ინტერესებს გავამარჯვებინოთ. თქვენ არ გაქვთ უფლება, გვერდზე გადგეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

აქტივისტებმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნეს. მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში აფხაზები "მალევე დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან".

საინიციატივო ჯგუფის წევრები შიშობენ, რომ უცხოელებს შორის, რომლებიც ბინებს შეიძენენ, "შეიძლება იყვნენ ქართველებიც" - რუსეთის მოქალაქეები: მათივე მონაცემებით, "ბოლო ერთი წლის განმავლობაში 23 ათასამდე ქართველმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა".

"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. მათივე განმარტებით, "კანონის" მიღების შემთხვევაში, "აფხაზეთში 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია დასახლება". ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა.

ცნობისთვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის "საბჭოთა აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემა 2023 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. მანამდე ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ე. წ. პარლამენტმა მოახდინა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.