ახალი ამბები
რუსეთში აფხაზეთიდან მხოლოდ რუსული პასპორტით შეძლებენ შესვლას - მედია
აფხაზური ტელეგრამის არხების ინფორმაციით, 2024 წლის 1 მარტიდან „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუზე „საზღვრის“ გადაკვეთას მხოლოდ რუსული და არა ე.წ. „აფხაზური“ პასპორტით შეძლებენ, წერს „ეხო კავკაზა“.

ამის დასტურად მოყვანილია ამონაწერი რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონის მე-10 მუხლიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, განიხილება რუსეთის ფედერაციის მიერ მხოლოდ როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, განურჩევლად მისი საცხოვრებელი ადგილისა, გარდა ფედერალური კანონით ან რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

კანონის ამ მუხლის განმარტებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ“ შეთანხმება ძალაში არ შესულა.

ე.წ. პარლამენტის „სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ “ დაუთ ხუტაბამ განმარტა, რომ „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების შესახებ შეთანხმება რატიფიცირებულია „აფხაზეთისა და რუსეთის პარლამენტების მიერ და ძალაშია შესული“, თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რომელი საბუთები უნდა გამოიყენონ „რუსეთის მოქალაქეობის არმქონე აფხაზეთის მცხოვრებლებმა საზღვრის გადაკვეთისთვის“.

გამოცემა წერს, რომ დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოქალაქეები თავისუფლად შედიოდნენ და ტოვებდნენ რუსეთის ფედერაციას „აფხაზური პასპორტებით“, რუსეთის სასაზღვრო სამსახურები გასცემდნენ „საიმიგრაციო ბარათს“ და არ მოითხოვდნენ რუსეთის პასპორტს.

აქვე აღნიშნულია, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ „აფხაზურ მედიაში“ გაჩნდა ოფიციალური ინფორმაცია „რუსულ - აფხაზური საზღვრის ტელეგრამის არხების მითითებით“, რომ ამიერიდან „აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა და გამოსვლა მხოლოდ რუსული პასპორტით შეეძლებათ. საზღვრის „აფხაზური პასპორტებით“ გადაკვეთის მცდელობისას, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. რუსეთის ფედერაციიდან „აფხაზური პასპორტით“ გასვლა იკრძალება.

სოხუმმა 2023 წლის აპრილში ისევ მოითხოვა "აფხაზური პასპორტის" სამოგზაურო დოკუმენტად აღიარება. ამის შესახებ აფხაზურმა დელეგაციამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57- ე რაუნდზე, სხვადასხვა ჰუმანიტარული, მათ შორის, "განათლების წვდომის და სამედიცინო უზრუნველყოფის" საკითხების განხილვისას, განაცხადა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს.

რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამოგზაურო დოკუმენტები.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.