ახალი ამბები
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა ნაკიფუში, მიქავასა და ლეჯოლოხეში.

ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ქარბორბალამ 30 - მდე სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

,,წუხელ სერიოზული პრობლემები შეუქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არნახულმა ქარბორბალამ, მოსახლეობა ამბობს, რომ 70 წელია აქ ცხოვრობენ და მსხგავსი ქარბორბალა მათ ნანახი არ აქვთ... განადგურებულია სიმინდი, თხილი, ვაზის ნარგავები.დენის მიწოდება შეწყვეტილი იყო,მაგრამ  ოპერატიული მუშაობის ფონზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, აღვნუსხეთ გუშინვე ღამე, სად რა დაზიანება იყო, სად რა მხარდაჭერა არის საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა არის აუცილებელი გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად მოსავლის გარეშეა ხალხი დარჩენილი. გულწრფელად რომ გითხრათ შემეცოდნენ ადამიანები, რა პრობლემის წინაშე დააყენა ისინი სტიქიამ’’, - გვითრხა თამარ ბელქანიამ.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ხელისუფლების ჩარევა.

ამავე ცნობით, სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერის წარმოამადგენლები. შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.