ახალი ამბები
გალი არანაირ რუსებს არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა, - აფხაზი პოლიტიკოსი
აფხაზი ოპოზიციონერი, პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯდომარე, ვიტალი გაბნია „აღმოსავლეთ აფხაზეთში" აპარტამანტების აშენების შესახებ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას ინიციატივას გამოეხმაურა და მას მავნებლური უწოდა.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ გალში ინვესტიციები შემოვა. გალი არანაირ რუსებს არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ აფხაზებთან ბრძოლა არ არის საჭირო. რომ აფხაზები თავად გაყიდიან ყველაფერს და არცთუ ისე ძვირად“, - დასძინა პოლიტიკოსმა.

გაბნია დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანიაზე „არავინ ახორციელებს ზეწოლას მოსკოვიდან“ (აპარტამენტების საკითხზე), ის თავად ახორციელებს „უპრეცედენტო ზეწოლას დეპუტატებზე, სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს“.

"ნუ გაგვწირავთ პალესტინის მსგავსი გზისთვის, რომელმაც მიწები ფულზე გაცვალა", - აღნიშნა გაბნიამ. 

უფრო ადრე, კიდევ ერთმა აფხაზმა ოპოზიციონერმა ლევან მიქაამ განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს შეიძინოს აფხაზური აქტივები ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქების რესურსების გამოყენებით.

სწორედ ასლან ბჟანია არის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი. 

ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ კანონის მიღება, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის "გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს" . 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა). მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.