ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტში საცდელი ფრენა არ შესრულდა, - ტელეგრამ არხები
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოები გრაფიკს ჩამორჩა, ამასთან ერთად, არ შედგა საცდელი რეისი, რომელიც 20 ივლისს იყო დაგეგმილი. შესაბამის კომენტარს აფხაზური ტელეგრამის არხი REPUBLIKA აქვეყნებს. 

მას გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებში, ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საცდელი ფრენა საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო გადაიდო.  ისინი ვარაოდობენ, რომ პირველი რეისი მათი ჩატარების შემდეგ განხორციელდება, არგუმენტად კი მმართველი „ქართული ოცნების“ მიმართ კრემლის სიმპათია მოჰყავთ.

„ამ უკანასკნელს გაუჭირდება თავის მიღწევების სიაში „აფხაზი სეპარატისტების“ წარმატებების შეტანა “, წერს D News Abkhazia.

ამავე პუბლიკაციის ავტორები ვარაუდობენ, რომ აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვერ შეასრულებს  2025 წლის დასაწყისისთვის ბაბუშარას აეროპორტის ჩაშვების შესახებ დადებულ პირობას.

„ასაფრენი ბილიკის სერტიფიცირებისთვის აუცილებელია ტექნიკური ფრენები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულება. გეგმის მიხედვით, ის მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ე.ი. საქართველოს არჩევნებიდან ფაქტიურად ერთი თვის შემდეგ“. 

აქვე აღნიშნულია, რომ რუსული აეროპორტების სეზონურ განრიგში ასევე არ არის ინფორმაცია სოხუმში შესაძლო პირდაპირი ფრენების შესახებ. 

„ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ, რომ მსხვილმა რუსულმა სააეროპორტო ჰოლდინგებმა, „შერემეტევომ“ და „ვნუკოვომ“, თავის დროზე, უარი თქვეს აფხაზეთის დედაქალაქის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე“, - წერენ ტელეგრამ არხები. 

უფრო ადრე, ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი. 

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.