ახალი ამბები
რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ საზღვაო ბაზის გახსნაზე არ არის საუბარი, - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზრვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება არ იგეგმება.

ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე საუბრისას „რია ნოვოსტის“ უთხრა.

„რესპუბლიკაში მე -7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული და რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერაზე. ზოგადად, როგორც ზემოთ ვთქვი, საერთაშორისო ურთიერთობებს სერიოზული ტურბულენტობა ახასიათებს და ამის გათვალისწინებით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ საზღვაო ბაზის გახსნაზე არ არის საუბარი“, - აღნიშნა შამბამ.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალი შენდება, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით „საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის“.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.