ახალი ამბები
მეუბნებიან, რომ სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას მათ ღონისძიებაში - "გემო ფესტიდან" ეკა ხუტკუბია მოხსნეს
"გემო ფესტის" წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს კიდევ ერთი მსურველი, ეკა ხუტკუბია, რომელიც ჩირის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

მისი განმარტებით, ორგანიზატორებმა ორი მიზეზი დაუსახელეს, უთხრეს, რომ ის ცნობილი სახე იყო და ამასთან, ბიუჯეტის შემცირება უწევდათ, რაც მონაწილეების მოხსნის ერთ-ერთი საფუძველი იყო.

"განაცხადი შევავსე. იყო ოთხი მიმართულება და ამ ოთხი მიმართულებიდან შევარჩიე კვების ზონა, რადგან მინდოდა ამ მიმართულებით გამეცნო ჩემი შესაძლებლობები იქ მოსული სტუმრებისთვის. ყველა ჩანიშნული შეხვედრა გავიარე შეფებთან და დავიწყე მზადება. მოვამზადე გასატანი პროდუქციის ძირითადი ნაწილი.

ორი დღის წინ რაღაც დეტალის გასარკვევად დავრეკე და მეუბნებიან, რომ სამწუხაროდ თქვენ ვერ მიიღებთო მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში. ერთი მიზეზი იყო, რომ ცნობილი სახე ვიყავი, რომ მქონდა საწარმო და ჩემი საჭიროება არ ითხოვდა იქ ყოფნას. მეორე მიზეზი იყო ის, რომ მათ შეუმცირეს ბიუჯეტი და ამ მიზეზებით მოუწიათ მონაწილეების განახევრება. გამომდინარე აქედან, არც ერთი მიმართულებით არ მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა", - აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, 8-9 სექტემბერს დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საოჯახო მარანი "ოდა" და ლიკა როგავა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული "გემო ფესტი" ზუგდიდში 7 – 8 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორებით თქმით, პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.