ახალი ამბები
აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ მომავალში გართულდება, - დელბა მოსკოვის სანქციებზე
სოხუმში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოსკოვმა სოხუმს 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი დოლარის) ოდენობის ყოველთვიური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ განაცხადა. მისი თქმით, "ეს თანხა წლიური დახმარების 1/12-ია."

დელბას განმარტებით, სოციალური მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია "აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო".

კერძოდ კი, მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობას, "1 აგვისტოს უნდა მოეხდინა რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირება".

ე.წ. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სანქცია (141 მილიონი რუბლის გადაუხდელობა) სოხუმის წინააღმდეგ მოსკოვმა 2024 წლის ივლისშიც დააწესა, "მოქალაქეთა სოციალური მომსახურების შესახებ" ე.წ. კანონის ჩავარდნის გამო, თუმცა, „კანონის მხარდაჭერის“ შემდეგ მათ დაფინანსება აღუდგინეს.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, 1 სექტემბრიდან გატარებულ ზომებთან დაკავშირებით დელბა აცხადებს, რომ „აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ მომავალ პერიოდში ცოტა გართულდება."

"ნამდვილად იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას," - აღნიშნა მან.

მოსკოვი, 26 აგვისტოს გამოქვეყნებული „კოზაკ-ბჟანია ოქმის“ მიხედვით, მოითხოვს, რომ სოხუმმაც მიიღოს კანონი „აპარტამენტების“ მშენებლობის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე დე ფაქტო პარლამენტიდან გაწვეულია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ „თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება“.

რუსეთის ოფიციალური პირებმა სერგეი ლავროვმა და კონსტანტინე ზატულინმა "განმარტეს", თუ რატომ შეუჩერდა სოხუმს მოსკოვის დახმარება. 

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.