ახალი ამბები
გახარიას საპარლამენტო სიაში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არიან
25 სექტემბერს პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო სიის პირველი 29 წარმომადგენელი დაასახელა. მათ შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია.

ამასთან, პარტიის საარჩევნო კანდიდატია წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძეც.

"ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა "ოცნებას" და არა "ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ.

საარჩევნო სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი

დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი

კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი

ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი; პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი

ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი

ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი

როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტია "საქართველოსთვის" წევრი

ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი

თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი

ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი

გიგა ფარულავა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

გელა აბულაძე - ეკონომისტი, მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში

შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

თამარ ხვედელიანი - ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე

ელგუჯა ხოკრიშვილი - ეკონომისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი

ვიკა ფილფანი - იურისტი

კახა ნურალიძე - ექიმი, პროფესორი

სოფიო ხორგუანი - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე

ჯემალ ანანიძე - ბათუმის ყოფილი მერი

რუსუდან თევზაძე - ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი
ქეთევან ბაკარაძე - ექიმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

მალხაზ თორია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ვატო ფაჩულია - სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

ერეკლე დუმბაძე - იურისტი

სალომე კობალაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი

გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა "ეტალონის" ავტორი

აკაკი გვიანიძე - ბათუმის საკრებულოს წევრი

ღონისძიებაზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაც გამართა, რომელიც "სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, საგარეო და უსაფრთხო პოლიტიკას, მშვიდობიან დეოკუპაციას ეხებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონულად ჩატარდება. ამომრჩეველთა, თითქმის, 90% მონაწილეობას ელეტრონული სისტემით მიიღებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.