ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა
დღეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა და პორტის ინფრასტრუქტურის მშენებელი ბელგიური კომპანიის “Jan De Nul”-ის ჯგუფის დირექტორმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

„პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 600 000 კონტეინერს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ავითვისებთ დაახლოებით 85 ჰა ტერიტორიას. საბოლოოდ, 9 ფაზის დასრულების შემდეგ ვიცით, რომ პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ჩვენ, საბოლოოდ მოვიცავთ 400 ჰა-მდე ტერიტორიას და დამატებით გვექნება სამრეწველო თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს დამატებით 600 ჰა ტერიტორიას. აქ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სამრეწველო, საწარმოო, სავაჭრო აქტივობები, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დასაქმების წყარო იქნება რეგიონისთვის“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, Jan De Nul-მა მიმდინარე წლის სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის პროექტირების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

რაც შეეხება პარტნიორ კომპანიას და ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილმა სექტემბერში განაცხადა, რომ ეს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელური პროცესია და კომპანიასთან მოლაპარაკებებში ბევრი მიმართულებით პოზიციები დაახლოვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

შეგახსენებთ, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.


ამავე თემაზე: 

პორტის პროექტირებისთვის ადგილზე სხვადასხვა სამუშაო დაიწყო - ანაკლიის საზღვაო ნავსადგური

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი

ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - მინისტრი

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება “Jan De Nul”-თან გაფორმდა

კომპანია „Jan De Nul Group“-თან ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.