ახალი ამბები
ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, სასწავლებლის ფოიეში ღამეს დღესაც გაათენებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ცაბუნია ვართაგავამ უთხრა.

მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სტუდენტები მხნედ იყვნენ, მათთან ნაცნობი და უცნობი ადამიანები მივიდნენ და სოლიდარობის ნიშნად, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს.

"საკვები მოგვიტანეს და გვეხმარებოდნენ. მთელი ღამე პერიოდულად მოდიოდნენ ნაცნობი და უცნობი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, განსაკუთრებით კი შოთა მესხიას შვილიშვილთან საუბარი, რომელმაც ასევე დიდი მოტივაცია მოგვცა. მან დამირეკა და გვითხრა, რომ ძალიან გახარებულია, რადგან ევროპისკენ სწრაფვის საქმეში ბაბუამისის სახელობის უნივერსიტეტიდანაც ისმის სტუდენტების ხმა".

მისი განმარტებით, სტუდენტების პროტესტი სხვადასხვა ლეგიტიმური ფორმებით უწყვეტად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, მათ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ დღეს უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს ადგილი, სადაც არამხოლოდ ცოდნის, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარებაც ხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.