ახალი ამბები
ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 870 ლარი დაიხარჯება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებების ორგანიზებისთვის 93 870 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია კულტურული და სხვადასხვა სანახაობრივი აქტივობა, მათ შორის ახალი წლის ღამეს გალა კონცერტი და საშობაო ალილოს კოსტიუმირებულ მსვლელობა.

„საკონცერტო პროგრამის ხანგრძლივობაა მინიმუმ 90 წუთი. 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე სცენიდან ქალაქის მერი თანაქალაქელებს მიულოცავს ახალი წლის დადგომას. კონცერტი დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, 31 დეკემბერს, საახალწლო გალა-კონცერტისთვის უნდა უზრუნველყოს საკონცერტო სცენის გაფორმება ლედ მონიტორით, გახმოვანების და განათების აპარატურით, ასევე, სადღესასწაულო ფეიერვერკების მოწოდება-გაშვების მომსახურება და ზუგდიდის მერიის „facebook“ გვერდზე ღონისძიების ლაივ- რეჟიმში ტრანსლაცია. გარდა ამისა, მომსახურება ითვალისწინებს 7 იანვარს, ხარში შებმული სადღესასწაულოდ მორთული ურმების ან/და ცხენშებმული ორთვალას, ასევე, ბაირაღების ორგანიზებას.

ტენდერში წინადადებები 26-დან 29 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. პრეტენდენტი კი ვალდებული იქნება, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 7 იანვრის ჩათვლით შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

ცნობისთვის, გასულ წელს, ამავე ტიპის ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 86 840, ანუ 7 030 ლარით ნაკლები დაიხარჯა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.