ახალი ამბები
მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებულ აფხაზეთთან „სავაჭრო რეჟიმის შესახებ“ შეთანხმების ოქმის რატიფიცირება
რუსეთის დუმამ გადაწყვიტა გადადოს ოკუპირებულ აფხაზეთთან „სავაჭრო რეჟიმის შესახებ“ შეთანხმების ოქმის რატიფიცირება, ამის შესახებ რუსული „რია ნოვოსტი“ წერს.

რუსული პროპაგანდსიტული მედიის თანახმად, "30 ოქტომბერს მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო ხელშეკრულებას. ე.წ. პარლამენტს რატიფიკაციის საკითხი 15 ნოემბერს უნდა განეხილა, თუმცა, „ოპოზიცია წინააღმდეგი იყო და არეულობა მოაწყო“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან "სავაჭრო რეჟიმის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ოქმის რატიფიცირების შესახებ" კანონს 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი.

ამავე წლის ნოემბერში, რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკასი გათხევადებული აირის "უბაჟო ექსპორტის" შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა.

9 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ინტერნეტი გაითიშება. ხოლო, 11 - დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო - სააღზრდელო პროცესი შეჩერდება სკოლებსა და ბაღებში.

ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ სოხუმი რუსულ ელექტროენერგიაში კომერციულ ფასს ვერ გადაიხდის.

უფრო ადრე, კომპანია "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ დღისით მოსახლეობას ელექტროენერგია მხოლოდ 4 საათით მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.