ახალი ამბები
მოსკოვმა ტუროპერეტორებს აფხაზეთში ტურების გაყიდვა აუკრძალა - მედია
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარის თქმის შემდეგ, აკრძალა ტურების გაყიდვა ოკუპირებულ აფხაზეთში.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა არტურ მურადიანმა, ამ ღონისძიებას „აფხაზურ ბიზნესთან საგანმანათლებლო მუშაობა“ უწოდა.

„როდესაც აფხაზეთში არეულობა დაიწყო, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოსცა აკრძალვა ჩვენს ტუროპერატორებზე აფხაზეთში ტურების გაყიდვაზე. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტებს აფხაზეთში ბილეთების დამოუკიდებლად ყიდვაში და იქ განსახლებაში არავინ უშლის ხელს. ამის არანაირი აკრძალვა არ არსებობს“, - ციტირებს მის სიტყვებს, რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Gazeta.ru.

ის აღნიშნავს, რომ „აფხაზეთი პოპულარულია, როგორც ულტრაბიუჯეტური მიმართულებას“. მისივე თქმით, აკრძალვის მოხსნა შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ "საპრეზიდენტო" არჩევნების და „აფხაზეთში ერთგვარი სტაბილიზაციის შემდეგ“.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაგდების შემდეგ, მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუწყვიტა დაფინანსება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.