ახალი ამბები
დღეიდან მოსკოვმა სოხუმისთვის "ელექტროენერგიის“ ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება დაიწყო
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ "ტასს" დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განუცხადა.
„დღეს, 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდება“, - აღნიშნა მან.

„ჩერნომორენერგოს“ პრესცენტრის თანახმად, რუსეთიდან მიწოდების განახლების შემდეგ, ისევ ამოქმედდა 1 ნოემბრიდან დაწესებული გრაფიკი, რომელიც ოთხსაათიან შეზღუდვას ითვალისწინებს, ორ - ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ამავე ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კილოვატსაათია.

აფხაზურ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია გრაფიკის არსებობის პირობებში, იანვარ-თებერვლამდე იქნება საკმარისი.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გუმბას თავისი კანდიდატურა აქვს დასახელებული „პრეზიდენტის“ არჩევნებზე, რომელიც 15 თებერვალსაა დანიშნული.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს მისი კანდიდატურისადმი მოსკოვის მხარდაჭერაზე მეტყველებს.

ნოემბრის დასაწყისში მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ცნობისთვის, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, მოსკოვმა სრულად შეუჩერა სოხუმს დაფინანსება. 

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.