ახალი ამბები
ველით, რომ სოხუმი გადადგამს ნაბიჯს რუსული ინვესტიციებისთვის პირობების შესაქმნელად - ზახაროვა
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის ჰუმანიტარულ ელექტროენერგიას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე მიაწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სოხუმი შეასრულებს შეთანხმებებს:

„ეს გაკეთდა რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც პროვოცირებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით. ამავდროულად, აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივ ვალდებულებათა ბალანსს გულისხმობს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმში ისინი გაივლიან „თავის ნაწილს“ აღნიშნული ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო. „ჩერნომორენერგოს“ თანახმად, ახალი გრაფიკის, ელექტროენერგიის 4 საათით შეზღუდვას ითვალისწინებს, ორ - ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ამავე ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კილოვატსაათია. აფხაზურ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია გრაფიკის არსებობის პირობებში, იანვარ-თებერვლამდე იქნება საკმარისი.

აფხაზური მედიის თანახმად, სოხუმისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვმა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გუნბა კენჭს იყრის „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე, რომელიც 15 თებერვალსაა დანიშნული. სოციალური ქსლების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები წერენ, რომ ეს მისი კანდიდატურისადმი მოსკოვის მხარდაჭერაზე მეტყველებს.

მოახლოებული არჩევნების შესახებ მარია ზახაროვამ განაცხადა:

ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგების შემდეგ აირჩევა ლიდერი, რომელიც გააგრძელებს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას „აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე“.

რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება 2024 წლის ნოემბრიდან შეუზღუდა. სოხუმი ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურჰესიდან, რომლის საწარმოო სიმძლავრე ამ პერიოდში უკიდურესად შემცირებულია ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო. კრიპტოვალუტის მაინინგი ასევე ამძაფრებს ელექტროენერგიის კრიზისს.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ.

ცნობისთვის, ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.