ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო "ახალის" წევრები პარტიას ტოვებენ
2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ახალის 10 წევრი პარტიას ტოვებს. წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მათ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მიმართეს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, ზუგდიდის მერიის წარდგენილ ბიუჯეტს პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად დაუჭირეს მხარი, რაც, მათი თქმით, პარტია "ახალისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ახალის" წევრებმა, განხილვაში შესვლის გარეშე, მხარი დავუჭირეთ, მერიის მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომა, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია "ახალის" პოლიტიკურ საბჭოს განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია "ახალს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების", "ახალის" და "საქართველოსთვის" წევრებმა დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს - ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებები

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.