ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტში პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მივიღოთ, - კირიენკო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი რუსი კურატორის, სერგეი კირიენკოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოხუმის აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს, ხოლო სატესტო რეისი კი თებერვალში შესრულდეს.
„იმისთვის, რომ სეზონისთვის რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან აეროპორტში სრულფასოვანი ფრენები განვახორციელოთ, პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მივიღოთ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ.

კირიენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც „აფხაზეთის მოქალაქეებს“, ასევე რუს ტურისტებს.

მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე.

”მართალი გითხრათ, მე არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი პროექტები,” - თქვა მან.

აფხაზური მედიის თანახმად, მანამდე კირიენკომ აეროპორტში სამუშაოები დაათვალიერა „პრეზიდენტობის“ კანდიდატთან ბადრა გუნბასთან ერთად,  რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

აფხაზური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გუნბას, არ ჰქონდა ამის უფლება შეხვედროდა კირიენკოს, საკოორდინაციო შტაბის უფროსის რანგში, რადგან ის კენჭს იყრის „საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი ყველა უფლებამოსილება“ შეჩერებულია.

სერგეი კირიენკოს, მომავალ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რომელზეც მან აფხაზ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „რუსეთი პატივისცემით მიიღებს აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს“.

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებული აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.