ახალი ამბები
აქციაზე ლაზერის გამოყენებისთვის, ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" წარმომადგენლისა და სამოქალაქო აქტივისტის მარიამ სიჭინავას მორიგი პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ ის სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციულ სახდელად 2000 ლარი დააკისრა.

ამჯერად, მას ბრალდების მხარე, რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე ლაზერის გამოყენებას ედავებოდა, რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ანუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

სიჭინავა რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ საქმის განხილვას ვერ დაესწრო, რადგან პროცესის დაწყვებისთანავე, ის მოსამართლემ დარბაზიდან საპროტესტო შეძახილის გამო გააძევა.

„მოსამართლეს ჯერ კიდევ სხდომა არ ჰქონდა გახსნილი, როცა სასამართლო დარბაზში დავიძახე - უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს. ირაკლი აბშილავამ, როდესაც სხდომა გახსნილად გამოაცხადა, მანდატურების გამოყენებით გამაძევა სხდომიდან. არ ვიცი მერამდენე ჯარიმაა, არ ვიხდი და არ ვითვლი მათ“, - განმარტავს აქტივისტი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, პროევროპულ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის, სიჭინავა არაერთხელ დააჯარიმეს. ამასთან, ის ორჯერ დააკავეს. მას გამოძიება, ორივე შემთხვევაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. სასამართლომ მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 5000-5000 ლარი დააკისრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.