ახალი ამბები
ბადრა გუნბამ "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, - დე ფაქტო ცესკო
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
მისი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% მიიღო, ადგურ არძინბამ ხმების 41,54% დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. 

„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა.  არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, მათ  ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 

ადგურ არძინბას შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც „აფხაზეთის სხვადასხვა რეგიონში არჩევნების დროს გამოვლენილი საარჩევნო კანონმდებლობის მასიური დარღვევებზეა" საუბარი. 

1 მარტს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე, სროლა იყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს", რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა გუშინ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს და არ აღიარებს "საპრეზიდენტო" არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.