ახალი ამბები
ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად: ძალადობის გამო, „კანიონი 350“ - ის დირექტორი გიორგი მერკვილაძე სასამართლომ დააჯარიმა
ბალდის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბალდის მოძრაობის წევრზე ფიზიკური ძალადობის გამო, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოძრაობის წევრები აქვეყნებენ.

ისინი ამბობენ, რომ თავდასხმა 2023 წლის 10 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების ოფისში მოხდა, როდესაც ბალდის მოსახლეობის ნაწილმა ინვესტორთან შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

„გიორგი მერკვილაძე ბრალდებულია კიდევ ერთ, მოსახლეობაზე ჯგუფური ძალადობის საქმეში, რომლის განაჩენსაც დღემდე ველოდებით. კომპანია “კანიონი350” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური პარტნიორი კომპანიაა. სწორედ ერთმანეთთან კორუფციული გარიგების გზით, ადგილობრივებისგან მალულად გასხვისდა ბალდის კანიონი და მდინარეზე ჩასვლა 40 წლით აგვეკრძალა. დღეს, სოფელ ბალდის მოსახლეობა მე-500 დღეს ატარებს საპროტესტო კარავში მოთხოვნით: გაუქმდეს უკანონოდ გაცემული იჯარის ხელშეკრულება დაუბრუნდეს ხალხს ის, რაც მისია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.