ახალი ამბები
თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის თებერვალში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 44 499 პირს მიაღწია. ეს რიცხვი იანვრის მონაცემებს 109-ით, 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს 450-ით, ნოემბრის სტატისტიკას კი 717-ით აღემატება.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამავე საანგარიშო პერიოდში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით ისევ ზუგდიდი (18,774 პირი) ლიდერობს.

მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 2,930

ზუგდიდი - 18,774

მარტვილი - 3,897

მესტია - 3,125

სენაკი - 5,276

ფოთი - 2,675

ჩხოროწყუ - 1,896

წალენჯიხა - 2,867

ხობი - 2,950

ცნობისთვის, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 191 პირს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა, 21-ს კი შეუწყდა. ამასთან, რეგიონში 27 160 ბავშვი სოციალურ დახმარებას იღებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.