ახალი ამბები
ანაკლიის პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მის ამოქმედებას ცენტრალური აზია, ევროპის სახელმწიფოები და ჩინეთი ყურადღებით ელოდებიან - მინისტრის მოადგილე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.

მან აღნიშნა, რომ პორტის განვითარების მომდევნო ფაზები კი ითვალისწინებს არა მხოლოდ კონტეინერების, არამედ მშრალი და ნაყარი ტვირთის მომსახურებასაც.

”ანაკლიის პორტის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მის ამოქმედებას არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ევროპის სახელმწიფოები და ძირითადი ტვირთმბადი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი, განსაკუთრებული ყურადღებით ელოდება. მისი თქმით, ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში გაშვებით საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი გახდება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და გლობალური მოწოდების ჯაჭვში ჩვენი ქვეყანა პოზიციებს მნიშვნელოვნად ამაღლდება,“ - აღნიშნა გურამიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროექტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.

პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

მთავრობამ, 29 მაისს, ჩინურ-სინგაპურულო კომპანია (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის პორტის პროექტის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კომპანიას გადასცეს.

იქამდე, 3 აპრილს, შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ წევრებმა, შვიდმა კონგრესმენმა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. სენატორი შაჰინის მსგავსად, მათაც შეშფოთება გამოთქვეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, გასული წლის ივნისში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. ამასთან, როგორც სახდეპში თქვეს, მას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.